აქტივისტმა ლიკა ლორთქიფანიძემ, რომელსაც „ქართული ოცნების“ დეპუტატის, მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის ფაქტზე 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა.
მას იზოლატორთან მეგობრები და ახლობლები დახვდნენ.
ცნობისთვის, ლიკა ლორთქიფანიძეს, რომელსაც შსს „ქართული ოცნების“ დეპუტატის, მარიამ ლაშხის შეურაცხყოფას ედავებოდა, სასამართლომ 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ინციდენტი 17 მაისს მოხდა, როდესაც კაფეში მყოფ დეპუტატთან რამდენიმე აქტივისტი მივიდა და შემდეგი შეძახილებით მიმართა: - „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, „ძირს რუსული რეჟიმი“. მარიამ ლაშხი მომხდარის დროს შვილებთან ერთად იმყოფებოდა. მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის საქმეზე 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა კიდევ ერთ აქტივისტს, თათია აფრიამაშვილს აქვს შეფარდებული.
აჭარის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ...
კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ზ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მცხეთა...
ივანიშვილის დეპუტატის, მარიამ ლაშხის საჩივრის&n...
Mana press